,,ისი პარი" პარფიუმერიის მაღაზიათა წამყვანი ქსელია საქართველოში 1995 წლიდან. "ისი პარი" პირველი ქსელია, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში საზოგადოება პარფიუმერიისა და კოსმეტიკის მსოფლიო დედაქალაქის - პარიზის, სილამაზისა და თავის მოვლის ტრადიციებს აზიარა. "ისი პარის" მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდები პარფიუმერიის, დეკორატიული კოსმეტიკისა და თავის მოვლის ინდუსტრიაში. მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მომხმარებლს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე. დღეს საქართველოს პარფიუმერიულ ბაზარზე „ისი პარი" 18 მაღაზიით არის წარმოდგენილი - 13 თბილისში, 1 რუსთავში, 2 ბათუმში, 1 ქუთაისში და 1 ფოთში. Ici Paris - ,,აქ არის პარიზი" გეპატიჟებათ ყველას, ვისაც გსურთ პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეთ და ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ.