Events Services - , ,
ბოლო ზარმა დარეკა და დასრულდა 45 წუთიან გაკვეთილზე ბევრად უფრო მეტი - ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი 12 წელიწადი. მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ არის - გამოსაშვები საღამო, რომლის გახსენებაც, რაც უფრო მეტი წელი გავა, მით უფრო მეტ ემოციას მოიტანს.„ბანკეტო" ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით სამმა მეგობარმა შევქმენით - ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩვენც წინასაბანკეტო სამზადისში ვიყავით და ალბათ ყველაზე მეტად გაგვიმართლებდა, თუკი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე ჩვენს მაგივრად კრეატიული, ორგანიზებული და სანდო ადამიანები იზრუნებდნენ.სწორედ იმისთვის, რომ თქვენი დრო, ფანტაზია და ენერგია მხოლოდ ისეთ სასიამოვნო საკითხებზე დახარჯოთ, როგორიცაა: სამოსი, მაკიაჟი, ვარცხნილობა - ჩვენ უკვე მოვიფიქრეთ და გავთვალეთ ყველა ის დეტალი, რომელიც თქვენი და თქვენი მეგობრების გამოსაშვებ საღამოს ცხოვრების დაუვიწყარ, ყველაზე ბედნიერ ისტორიად აქცევს.