Online Media - Tbilisi, Tbilisi, Georgia
DGTL - ახალი ნაბიჯი ქართულ ციფრულ ინდუსტრიაში. პლატფორმა, რომელიც უპრეცედენტოდ დიდი დოზით არის მზად, დაეხმაროს ციფრულ კომუნიკაციაში ქვეყნის შიგნით მოქმედ მცირე, საშუალო თუ მსხვილ კომპანიებს, სტარტაპერებს, უკვე შემდგარ ბიზნესებს და უბრალოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც ერთი პროდუქტი ან სერვისი მაინც აქვთ შექმნილი და სურთ, რომ მიწვდნენ უკვე არსებულ ან ახალ აუდიტორიას.DGTL არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ იმოქმედოთ პროფესიონალურად და ყოველდღიურ რეჟიმში ადევნოთ თვალი თქვენს ბიზნესზე მორგებულ რეკომენდაციებს, გზამკვლევებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ არსებული აუდიტორიის გააქტიურებასა და ახალი აუდიტორიის მოზიდვაში. ჩვენ ვართ პლატფორმა, რომელიც აჟღერებს საუკეთესო გადაწყვეტებს ციფრულ მარკეტინგში. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოში მოქმედ მცირე, საშუალო თუ დიდ კომპანიებს ნებისმიერი სფეროდან, არ შეწყვიტონ ზრდა, ადაპტირდნენ ციფრულ სამყაროსთან და მოახერხონ მომხმარებელთან კომუნიკაცია მათთვის სასურველ ენაზე.ფაქტია, რომ ბიზნესისა და გაყიდვების გასაზრდელად უწყვეტი და დაუღალავი შრომაა საჭირო, მაშინ როცა შედეგად ხშირად შეიძლება ვერ მივიღოთ ის, რისთვისაც ბოლომდე ვიხარჯებით. იმისათვის, რომ ჩვენი ყოველდღიური შრომა ბევრად ეფექტიანი და პროდუქტიული იყოს და რაც მთავარია,მათი შედეგების გაზომვა შეგვეძლოს, გვჭირდება, გამოვიყენოთ მარკეტინგული ხრიკები და შევქმნათ ის, რაც ერთდროულად სარგებლის მომტანია როგორც ბიზნესისთვის ასევე მომხმარებლისთვის. ციფრული მარკეტინგის წარმატებული კამპანიის განხორციელება ჯერ კიდევ რთული გამოწვევაა თანამედროვე მარკეტერებისთვისაც. ან ვატარებთ სხვადასხვა ექსპერიმენტებს და საბოლოო ჯამში ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ შედეგებამდე, ან გახლართული ვართ სხვადასხვა ინსტრუმენტში, რომელთა სრულყოფილად გამოყენებაც არც ისე მარტივია. ეს საბოლოოდ ნიშნავს ბევრი მომხმარებლის დაუხარისხებელ მონაცემებს და სხვადასხვა პროგრამების გარჩევაში დახარჯულ დიდ დროს.
Facebook Widget
Nginx
Facebook Login (Connect)
Mailchimp Mandrill
DigitalOcean
VueJS