Retail - , Tbilisi, Georgia
"ფიტნეს სთორი" წარმოადგენს საცალო მაღაზიების ქსელურ პროექტს მათთვის, ვინც დაკავებულია აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესით. კომპანია გახლავთ ოფიციალური პარტნიორი ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიცაა Prozis (ევროპის ლიდერი სპორტულ საკვებ დანამატებში) და Prometeus (წამყვანი ბრენდების უმსხვილესი საერთაშორისო დისტრიბუტორი). "ფიტნეს სთორის" ფორმატი მოიცავს 30-მდე კატეგორიის (სპორტული საკვები დანამატები, ვიტამინები, წონაში დასაკლები პრეპარატები, ჯანსაღი და დაბალკალორული საკვები, ვეგანური პროდუქცია, აქსესუარები და სხვა) 300-მდე პროდუქციას. პირველი ობიექტის გაიხსნა 2018 წლის ნოემბრის თვეში, ხოლო მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში იგეგმება საორიენტაციოდ 15 ობიექტის გახსნა.