Information Technology & Services - T'bilisi, Tbilisi, Georgia
საქართველოს ICT კლასტერი არის თანამშრომლობის პლატფორმა, რომლის მიზანია ტექნოლოგიური სფეროს სთეიქჰოლდერებს შორის ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირების დამყარებით ხელი შეუწყოს ამ ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ზრდას და საბოლოო ჯამში წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.საქართველოს აისიტი (ICT) კლასტერი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე წამყვან კომპანიებს. კლასტერი 2018 წელს, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა, რომელსაც GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით ახორციელებდა. საქართველოს აისიტი კლასტერი აქტიურად თანამშრომლობს საჯარო სექტორთან საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროსთან მიმართებაში საკანონმდებლო გარემოსა და საჯარო პრაქტიკის გაუმჯობესების კუთხით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ინდუსტრიის ზრდასა და განვითარებას.კლასტერის სტრატეგიული მიზანია, დაეხმაროს წევრ ორგანიზაციებს ბიზნესის განვითარებასა და უფრო ფართო ბაზარზე წვდომის მოპოვებაში. იგი საშუალებას აძლევს წევრ კომპანიებს ითანამშრომლონ, შექმნან კონსორციუმი. კომპანიები, თავიანთი მრავალფეროვანი გამოცდილებისა და უნარების გაერთიანებით, შეძლებენ მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას და მათ წინაშე არსებული კომპლექსური ამოცანების ერთიანი ძალისხმევით გადაჭრას.