Performing Arts - , ,
პანტომიმა ხელოვნების ისეთი სახეობაა, სადაც სიტყვა გამორიცხულია და მსახიობი ადამიანთა ცხოვრებაზე მხოლოდ მოძრაობის საშუალებით მოგვითხრობს. პანტომიმა მიჩნეულია თეატრის განვითარების საწყისად. ეს ხელოვნება საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და გარკვეულ კვალს ტოვებდა ყველა ერის თეატრალური კულტურის განვითარებაში. პანტომიმის ჟანრები მრავალფეროვანია: იგი კომედიიდან გადაიზარდა ტრაგედიაში, ტრაგედიიდან - ბუფონადაში. ასეთი სირთულე მსახიობისგან მოითხოვს იმპროვიზაციის უნარს. იმპროვიზაცია უდიდეს როლს თამაშობს პანტომიმის ხელოვნებაში. პანტომიმას თავისი არსებობის მანძილზე არ ჰყოლია ცნობილი, პროფესიონალი დრამატურგები. სიტყვის უქონლობის გამო მან უფრო მეტად ხალხში და ხალხურ დღესასწაულებში მოიკიდა ფეხი. ქართული თეატრის განვითარებაში მრავალწლიანი ისტორია აქვს ისეთ ორიგინალურ ჟანრს, როგორიცაა პანტომიმის ხელოვნება. 1961 წელს საქართველო სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში შეიქმნა პანტომიმის ჯგუფი ამირან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით. 1965 წელს მოხდა ორი მნიშვნელოვანი ფაქტი: 13 მაისს შედგა პირველი სპექტაკლის „ესეც ასე" პრემიერა და ამირან შალიკაშვილი შეხვდა მსოფლიოში სახელგანთქმულ ფრანგ პანტომიმის ოსტატს მარსელ მარსოს. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად შეიქმნა პანტომიმის თეატრის მნიშვნელოვანი სპექტაკლები: „ოცნება და სინამდვილე", „პოემა ვაზზე", „ქალის გატაცება ძველ საქართველოში", „ტურფა", „ქუჩის სურათები", „უმუშევრების ბედი", „ქალის ცხოვრება", „მტრედები"„ელექტრა" და სხვა.
PHP 5.3
Apache
WordPress.org
Google Font API
YouTube
Mobile Friendly