Information Technology & Services - Zugdidi, Samegrelo-Zemo Svaneti, Georgia
ჩვენი კომპანია "ჰოსტნოუდსი" ბაზარზე ოფიციალურად 2016 წლის 19 აპრილს გამოჩნდა. თუმცა ჰოსტინგ ბიზნესში 2006 წლიდან აქტიურად ჩაბმული ვართ. ჩვენს მომსახურებას საფუძველი ჯერ კიდევ წლების წინ ჩაეყარა, როდესაც ვებ-გვერდებსა თუ ვებ-სერვერებს საკუთარი პროექტებისთვის ვიყენებდით, შესაბამისად გვქონდა მრავალმხრივი ურთიერთობა გიგანტ ჰოსტინგ კომპანიებთან და რა თქმა უნდა მათ დადებით თუ უარყოფით მხარეებთან. მომხმარებლების კუთხით გაგვიაზრებია ჰოსტინგის საჭიროებები და ის ნაკლოვანებები, რომლებმაც გვაიძულა თითქმის ყოველი ალტერნატიული კომპანიის შემოთავაზება მოგვესინჯა. ამ ყველაფერთან ერთად დაგროვდა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ხშირად გვაფიქრებს სხვებისთვის მის გაზიარებაზე.ჩვენი მიზანი ნათელი და მკაფიოა: "გავხადოთ ბიზნესი ორმხრივად სასიამოვნო", რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიებით მომსახურეობის გაწევასთან ერთად, ამ სფეროს მაღალ დონეზე აყვანას, რომლის ნაკლებობას არა მხოლოდ ლოკალურ ჰოსტინგ ბაზარზე არსებობს.
Zoho Email
Facebook Widget
Apache
Cloudflare DNS
UptimeRobot
Bootstrap Framework