Hospital & Health Care - Kaspi, Shida Kartli, Georgia
საქართველოში გაიხსნა ახალი საერთაშორისო დერმატოლოგიური კლინიკა, რომელიც შეესაბამება ყველა ევროპულ სტანდარტს.კლინიკის განსაკუთრებულობას წარმოადგენს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და კანის დაავადებების დიაგნოსტიკა უახლესი FOTOFINDER-ის აპარატით, რომელიც გამოიყენება ევროპასა და ამერიკაში.გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმ დერმატოვენეროლოგებით რომელთაც მიღებული აქვთ ევროპული სტანდარტების განათლება და გამოცდილება. კლინიკაში შექმნილია თბილი მეგობრული და ამავე დროს ორგანიზებული სამუშაო გარემო.ჩვენთან განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სისუფთავეს და სტერილიზაციას რისთვისაც გამოიყენება მაღალი ხარისხის მასალები და ყოველი ვიზიტის შემდეგ ხდება ოთახის სველი წესით დასუფთავება.ყველა სამედიცინო ჩანაწერი შენარჩუნებულია ელექტრონული ფორმით. ვიზიტის დროს, თითოეულ პაციენტის, დაზიანებულ მონაკვეთზე ხდება ფოტო დაფიქსირება და მათი ელექტრონული ვერსია თან ერთვის ავადმყოფის სამედიცინო ჩანაწერს. ეს აძლევს საშუალებას, როგორც პაციენტს, ასევე მკურნალ ექიმს თვალყური ადევნონ პროცესის დინამიკას მკურნალობის დროს. დეტალური ელექტრონული კითხვარი იძლევა შესაძლებლობას ყურადღების მიღმა არ იქნეს დატოვებული არც ერთი დეტალი, რომელმაც შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინოს მიმდინარე დაავადებაზე.ყოველ დილით, ჩვენი კლინიკის ექიმები კონსილიუმზე განიხილავენ ახალ პაციენტებს. თუ რომელიმე ექიმს უჩნდება რაიმე შეკითხვა პაციენტის მდგომარეობის შესახებ, ეს შემთხვევა წამოიჭრება საბჭოს სხდომაზე, სადაც განხილვის შედეგად ექიმები მიდიან ერთ დასკვნამდე.
Nginx
WordPress.org
Google Font API
Blue Host
Bootstrap Framework
Mobile Friendly