Think Tanks - T'bilisi, Tbilisi, Georgia
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მისიაა სახელმწიფო განვითარების სტრატეგიული ხელშეწყობა კურსდამთავრებულთა ჩართულობით; გამოცდილების გაზიარების, ინსტიტუტების განვითარების, პრიორიტეტული პროექტების განხორციელების, კავშირების დამყარებისა და გაძლიერების გზით.განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით ხელს უწყობს ასოციაციის წევრთა პროფესიულ და კარიერულ განვითარებას, სახელმწიფოდან მიღებული სიკეთის საზოგადოებისთვის დაბრუნებას და განვითარებაზე ორიენტირებული კვლევების და საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას. ასოციაციის ფარგლებში განსაზღვრულ მიმართულებებს წარმოადგენს სასწავლო და კვლევითი პროცესების გაუმჯობესება, საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების, კულტურის, ქვეყნის საგარეო არენაზე წარმოჩენის და გარემოს დაცვის პროცესების გაუმჯობესება და ხელშეწყობა. ამ თვასაზრისით, კურსდამთავრებულთა ასოციაცია ქართულ რეალობაში უნიკალურია და ერთგვარი დამაკავშირებელის ფუნქციას ასრულებს უცხოეთში განათლება მიღებულ ახალგაზრდებსა და ქართულ საზოგადოებას შორის.
Amazon AWS