Construction - Tbilisi, Tbilisi, Georgia
პროექტი, რომლის ფარგლებშიც 40 საცხოვრებელი კორპუსის, ასევე კომერციული და გასართობი ცენტრების მშენებლობა იგეგმება ,"ომეგა ჯგუფს" ეკუთვნის.ახალ ქალაქში 5 000 ოჯახი იცხოვრებს, გარემო კი მაქსიმალურად იქნება მორგებული მათ საჭიროებებსა და ბიზნეს ინტერესებზე.უნიკალური პროექტის ავტორი ბრიტანელი სპეციალისტია, რომელიც გასულ წელს გაერთიანებულ სამეფოში საუკეთესო ქალ არქიტექტორად დასახელდა. მშენებლობა 400 მილიონი ლარის ბრიტანულ-ქართული ინვესტიციით განხორციელდება. პროექტი ამ ეტაპზე მერიაშია გაგზავნილი. ინიციატორები მშენებლობის ნებართვას ელოდებიან."Omega Home" ასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, როგორც პროექტის განხორციელების ეტაპზე, ასევე მისი ამოქმედების შემდეგ.ტერიტორიის დაახლოებით 60% გამოყოფილი იქნება საცხოვრებელი კომპლექსისთვის, ხოლო 40% დაეთმობა კომერციულ ფართებს, რეკრეაციულ ზონას და გასართობ ცენტრებს. ჯამში 160 ათასი კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა საუბარი, რომელზეც გასართობი ცენტრების და სავაჭრო კომერციული ფართების გარდა 40 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.