Information Technology & Services - Tbilisi, Tbilisi, Georgia
კომპანია „ოულფიქსი" ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. თითოეულ ჩვენგანს ელექტრონულ პროექტებსა თუ სისტემებთან მუშაობის კარგი გამოცდილება გააჩნია. ყველა სერვისი თუ პროდუქტი, რომელსაც გთავაზობთ, თქვენთვის, თქვენივე მოთხოვნების შესაბამისად იქმნება. სურვილი, დავამკვიდროთ ხარისხის ახალი სტანდარტი - არის გამოწვევა, რომელიც „ოულფიქსის" შექმნით მივიღეთ. ჩვენი მიზანია მოსახლეობის ყოველდღიურ საქმიანობასა და მცირე ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა და მათი გამოყენებით საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება. თქვენი ამოცანა ჩვენი პრიორიტეტია, თქვენი წარმატება - ჩვენი მიზანი.