Human Resources - T'bilisi, Tbilisi, Georgia
ადამიანური მენეჯმენტის ცენტრი – PMC-ი ორგანიზაციებს ადამიანური და სოციალური კაპიტალის შექმნისა და ეფექტიანი მართვის გზით წარმატების მიღწევაში ეხმარება.PMC-ის სერვისები დააინტერესებთ იმ კომპანიებსს, რომლებიც კარგად აცნობიერებენ ადამიანური რესურსის მართვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ბიზნესის წარმატებისა და თანამშრომელთა კეთილდღეობისათვის;ასევე, მათ ვინც ინოვაციებსა და განვითარებაზე, ორგანიზაციულ სამრთლიანობაზე, თანამშრომელთა შრომითი კმაყოფილების, ჩართულობისა და ერთგულების მაღალ ხარისხზე არიან ორიენტირებულნი.PMC-ის სისტემურ მიდგომებზე დაფუძნებული HRM სერვისები ორიენტირებულია სამი ძირითადი ამოცანის გადაჭრაზე:სამუშაო მოთხოვნების შესაბამისი უნარებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრების შერჩევა;HRM პროცესების ისე წარმართვა, რომ ამაღლდეს თანამშრომელთა მოტივაცია და ორგანიზაციისადმი ერთგულება;ისეთი გარემო პირობების შექმნა, სადაც პერსონალი თავისუფლად შეძლებს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზებას, ამავდროულად, ექნება საკუთარ საქმესთან და ორგანიზაციასთან მიკუთვნებულობის მაღალი ხარისხი.ამ ამოცანების გადასაწყვეტად PMC-ი ორგანიზაციებს სთავაზობს მრავალფეროვან და კომპლექსურ სერვისებს:-HRM აუდიტი, რეკომენდაციების შემუშავება და HRM პროცესების -მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;-ორგანიზაციის სტრუქტურის რედიზაინი, სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება;-პერსონალის შერჩევის პროცესის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;-შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შემუშავება;-სამოტივაციო პოლიტიკის შემუშავება;-ტრენინგი და განვითარება;-კარიერის დაგეგმვა: კარიერული შეფასება და კონსულტირება;-საკომპენსაციო სისტემების ანალიზი და სრულყოფადა სხვ.PMC-ი არის პირველი HRM საკონსულტაციო ორგანიზაციაა საქართველოში. ის 2000 წელს დაფუძნდა ფონდ „ევრაზიის" ხელშეწყობით. PMC-ი პროფესიონალ ფსიქოლოგთა გუნდია, რომელთაც შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სფეროში, მათ შორის, HRM-ში, დიდი პრაქტიკული გამოცდილების გარდა, აქვთ სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება.PMC-ის დამფუძნებელია ია კუტალაძე - ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ პროფესორი.
Varnish
Wix
Google Cloud Hosting
Mobile Friendly