Electrical/electronic Manufacturing - T'bilisi, Tbilisi, Georgia
TEKA 1924 წელს, გერმანიაში შეიქმნა. ბრენდმა სახელწოდება მისი შემქმნელების, კარლ ტილმანისა და ჰელმუტ კლაინის გვარების ინიციალებით მიიღო. დაარსებიდან მალევე, TEKA-მ ინოვაციური ტექნოლოგიებით, ხარისხითა და ორიგინალური დიზაინით, სამზარეულო ტექნიკისა და სააბაზანო აქსესუარების წარმოებაში მოწინავე პოზიციები დაიკავა.დღეისათვის, TEKA გიგანტური კორპორაციაა, რომელიც მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Teka, Küppersbusch-ი, Intra, Mofem-ი, Thor-ი და Vitrogar-ი; წარმოდგენილია 120-ზე მეტ ქვეყანაში; ფლობს 25 ქარხანას ევროპასა და ამერიკაში; 57 შვილობილ კომპანიას სხვადასხვა ქვეყანაში და ჰყავს 100 მილიონზე მეტი მომხარებელი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.TEKA-ს ტექნიკის მთავარი უპირატესობა ექსკლუზიური ფუნქციონალი, ეკოლოგიურად სუფთა მასალა, ეკონომიურობა და სტილური მრავალფეროვნებაა.კომპანიის სათავო ოფისი ესპანეთში, მადრიდში მდებარეობს. მისი ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, გერმანელი გამომგონებელი, შტეფან ჰოცლია.საქართველოში TEKA-ს ისტორია 20 წლის წინ დაიწყო და მალევე შეიძინა ერთგული მომხმარებლები. ამჟამად, ბრენდის შოურუმები თბილისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. ნაკლების ნახვა
Gmail
Apache
WordPress.org
Facebook Login (Connect)
Google Maps