Transportation/trucking/railroad - T'bilisi, Tbilisi, Georgia
UNLIM MOTORS გახლავთ სტაბილურად მზარდი, მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტების მქონე ორგანიზაცია, რომელიც 2014 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად მოღვაწეობს საქართველოს ავტო სერვისის ბაზარზე, ასევე ემსახურება ქართული ავტოსპორტის (წიუნინგი) განვითარებას. 2017 წელს კომპანიას დაემატა და დიდი წარმატებით ფუნქციონირებს ავტო იმპორტის სერვისი, რაც გულისხმობს ნებისმიერი ავტომობილის შერჩევას, შეძენას და ტრანსპორტირებას მომხმარებლისთვის სასურველ ფასად. (აშშ–ს, იაპონიის და ინგლისის ავტო აუქციონებიდან)2019 წელს კი ანლიმ მოტორსში ფუნქციონირება დაიწყო ავტო ნაწილების მაღაზიამ, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ავტო ნაწილების ფართო ასორტიმენტს საუკეთესო ფასად.„ანლიმ მოტორსი" აქტიურად და ხარისხიანად ემასახურება, როგორც ეკონომ ასევე პრემიუმ კლასის ავტომობილებს და თანამშრომლობს, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ მომწოდებლებთან. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ულიმიტო ავტოსერვისს, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ავტომობილის საექსპლუატაციო კონდიციამდე მიყვანას, არამედ ავტო მწარმოებლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გადალახვას. კომპანიის მიზანია არსებულ სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვა, ნოვატორული კონცეფციების შემუშავება და მათი ინტეგრირება საქართველოს ბაზარზე.