Hospital & Health Care - Tbilisi, Tbilisi, Georgia
„ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა" არის უძველესი ტრადიციებისა და ინოვაციური იდეების მქონე კლინიკა. ამიტომაც, ჩვენი სლოგანია: „ტრადიციიდან ინოვაციისაკენ".საქმიანობის ყოველ ნაბიჯზე, ვცდილობთ შევქმნათ პაციენტის საჭიროებების, მოთხოვნებისა და მოლოდინების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.ჩვენ გვაქვს აკადემიური ღირებულებები, ამიტომაც სამედიცინო პერსონალი და თანამშრომლები მუდმივად არიან ორიენტირებული პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.ჩვენ ვმუშაობთ კანონების, რეგულაციებისა და პროფესიული ეთიკის პრინციპების შესაბამისად, პაციენტის უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც პაციენტების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე სრულფასოვნად ზრუნვაში გვეხმარება.გარდა ამისა, ვცდილობთ შევქმნათ ექიმების, ექთნების, ტექნიკოსებისა და პაციენტების თანამშრომლობის კოორდინირებული, ინტეგრირებული სისტემა, რომელიც ორიენტირებულია პაციენტებისთვის კომფორტის შექმანსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე, რათა გვყავდეს რაც შეიძლება ბევრი კმაყოფილი და ჯანმრთელი პაციენტი.
Nginx