Education Management - , ,
განვითარების აკადემია არის პიროვნული და კარიერული განვითარების ახალი ცენტრი, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს სხვადასხვა მიმართულებით მრავალფეროვან ტრეინინგებსა და სასწავლო კურსებს სთავაზობს.აკადემიის მისია არის მსმენელებს კარიერული თუ პირადი მიზნების მიღწევასა და თვითრეალიზაციაში დაეხმაროს, ისეთი სასწავლო კურსების შეთავაზებით, რომლებიც იქნება პრაქტიკული, საჭირო და გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.განვითარების აკადემია მიზნად ისახავს კურსდამთავრებულებს ახალი, საჭირო უნარები შესძინოს და ხელი შეუწყოს მათ პიროვნულ განვითარებას. ამავდროულად, გაუადვილოს მათ სასურველ პოზიციაზე დასაქმება.აკადემია, უწყვეტი განათლების უზრუნველსაყოფად, დაინტერესებულ ადამიანებს მრავალფეროვან სასწავლო კურსებს უწყვეტ რეჟიმში შესთავაზებს, რომლებსაც თითოეული სფეროს მხოლოდ საუკეთესო სპეციალისტები ჩაატარებენ.აკადემია ორიენტირებულია მსმენელებს მისცეს ისეთი ცოდნა და განუვითაროს ის უნარები, რომლებიც დღევანდელ დღეს რეალურად საჭირო და გამოსადეგია.