Food Production - , Tbilisi, Georgia
გამარჯობა, როგორც ჩანს შენც ჩემი არ იყოს, ძალიან გიყვარს მაღალალკოჰოლური სასმელები ან ახლა იწყებ შეყვარებას და გაინტერესებს მეტი გაიგო.იცოდე, რომ იმას მიაგენი რასაც ეძებდი. დისტილერია პირველ რიგში არის ღია კლუბი ყველასთვის, სადაც მე, გიორგი ნადარაია - დისტილერიის შემქმნელი და ნებისმიერი დისტილერიის მეგობარი, ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნას, გამოცდილებას და ასე ვაფართოვებთ მაღალალკოჰოლური სასმელების მოყვარულთა წრეს. დისტილერიის მიზანია რაც შეიძლება მეტი ქართულენოვანი ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი ყველა დისტილტილატზე. ეტაპობრივად უფრო მრავალფეროვანს გავხდი ამ ინფრომაციებს და იმედი მაქვს შენც გვერდში ამომიდგები ამ საქმეში, თუნდაც ყველაზე ელემნტარულით - გაზაირებითა და სხვა მოყვარულების მოზიდვით.დისტილერიის ფარგლებში პირველ რიგში გირჩევ რომ იუთუბ არხი გამოიწერო, ასე მეც დამეხმარები რომ მეტ მოყავრულს გავაგებინო ამ არხის არსებობის შესახებ და შენც დროულად მიიღებ ხოლმე სიახლეებს.ასევე გირჩევ რომ შემოგვიერთდე ფეისბუქ ჯგუფში და ინსტაგრამზეც. მოკლედ შენ უკვე ჩვენი დიდი სამეგობროს ნაწილი ხარ და მიხარია რომ ამ მოგზაურობაში შემოგვიერთდი! წინ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გველის!გიორგი ნადარაია