Government Administration - Tbilisi, Tbilisi, Georgia
ოლიმპიადა "ევერესტი" 2006 წელს დაარსდა სკოლა XXI საუკუნის მოსწავლეების და მათემატიკის მასწავლებლის დაჩი ნანობაშვილის მიერ. ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებენ მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეები.ამჟამად "ევერესტი" ყველაზე დიდი მათემატიკური ოლიმპიადაა საქართველოში. გამარჯვებულები იღებენ დიპლომებს, სიგელებს და ჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით. ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს: თბილისის, გალის,ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, თელავისა, ლაგოდეხის, ახმეტის, ყვარელის, გურჯაანის, ოზურგეთის,ლანჩხუთის, ახალციხისა, წნორის, ბორჯომის და საჩხერეს რაიონების კერძო და საჯარო სკოლების ათიათასობით მოსწავლე და ასობით პედაგოგი.ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ოლიმპიადა "ევერესტი" ატარებს პედაგოგების კონკურს, გამარჯვებულებს აჯილდოებს სპეციალურად „ევერესტისთვის" შექმნილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით, ატარებს ოლიმპიადას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.„ევერესტის" გუნდმა 2016 წლიდან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში პირველ მათემატიკურ ფესტივალს რომელიც ყოველწლიურად 14 მარტს იმართება. ინფორმაცია ფესტივალის შესახებ განთავსებულია NASA-ს პორტალზე!
Facebook Custom Audiences
Gmail
Apache
Google Tag Manager
Facebook Login (Connect)
Google Apps