Fund-raising - T'bilisi, Tbilisi, Georgia
პროექტი "ჩართე" საშუალებას გაძლევთ, დაუფინანსოთ ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. http://charte.geპლატფორმა მარტივი და გამჭვირვალეა. რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელ (რასაც საშუალოდ 3 წუთი სჭირდება) და ყოველთვიურად აკეთებთ მინიმუმ 1 ლარის ავტომატურ შემოწირულობას. პროექტის გუნდისგან იღებთ გამჭვირვალობის ყოველთვიურ ანგარიშს, სადაც აღწერილია თითოეული ხარჯი და აქტივობა. ჩვენი ყოველი ბენეფიციარის ისტორია, პარტნიორი, შემომწირველი და გუნდის ყოველი წევრი შეგიძლიათ, იხილოთ საიტზე. დღეს საქართველოში 78 000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. ჩვენი აზრით, ინტერნეტთან წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.პროექტის ავტორია საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia (http://www.educaregeorgia.org/). ჩვენი გუნდის მიზანია, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მსოფლიო დონის განათლება.
Facebook Custom Audiences
Hubspot
Cloudflare DNS
Google Font API
CloudFlare Hosting
CrazyEgg