Information Technology System Administrator at Hualing • Tbilisi Sea Plaza - T'bilisi, Tbilisi, Georgia
საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი „თბილისის ზღვის პლაზა" მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის – თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოში საუკეთესო ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.საბაზრო და სავაჭრო ტერიტორია მოიცავს: საბაზრო ზონას, გადამამუშავებელ ზონას, საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალ ტერმინალს, სასაწყობო ზონას, კომერციულ საფეხმავლო ქუჩას და სხვა სახის დაწესებულებებს, რომლებიც წარმოადგენენ მთლიანი სავაჭრო ზონის და ეკონომიკური განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას.სავაჭრო ობიექტები დატვირთულია ისეთი სხვადასხვა სახეობის პროდუქციით, როგორებიცაა: ტანსაცმელი, ჩანთა, ჩემოდნები, საკვები, ავეჯი, სამშენებლო მასალები, განათება, საბავშვო სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები, ავტო მანაქანის ნაწილები და სხვა. „თბილისის ზღვის პლაზაში" ასევე განთავსებული იქნება კვების ობიექტები, ბანკები და სხვა დაწესებულებები.