შპს „აგრონომი" არის მცენარეთა დაცვის საშუალებების: პესტიციდების, აგროქიმიკატების, მინერალური სასუქების, მცირე სასოფლო სამეურნეო ტექნიკის და თესლების იმპორტიორი კომპანია, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე 18 წლიანი წარმატებული ოპერირების გამოცდილება აქვს. მის მთავარ ბიზნეს მიმართულებებს წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული პროდუქციის იმპორტი, ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა: ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, თურქეთი, ლიტვა და ესპანეთი. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად არის ჩართული მომხმარებელთა დარგობრივი განათლების ამაღლების პროცესში და მათ უფასოდ უწევს რეგულარულ კონსულტაციებს. აგრონომის მიზანია მიაწოდოს ბაზარს კონკურენტული პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად კორპორატიული და საცალო გაყიდვების არხების გამოყენებით და ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის და ზოგადად ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში. ამჟამად აგრონომი საქართველოში საკმაოდ მასშტაბური ქსელითაა წარმოდგენილი (25 ფერმერთა მომსახურეობის ცენტრი).აგრონომი თავის მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილ გადახდის პირობებს-აგროკრედიტს, როგორც საფინანსო ინსტიტუტების შუამავლობით, ასევე შიდა ორგანიზაციული წყაროებით, რაც კომპანიის ერთ-ერთ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს. უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს საოპერაციო არეალის გაფართოებას და არაერთი ინოვაციური პროდუქტისა და სერვისის შეთავაზებას მომხმარებლისთვის.