რა არის CARU:CARU არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შეგიძლია გამოიძახო ავტოასისტენტი(ავტომობილებში ძალიან კარგად გათვითცნობიერებული ადამიანი), ვინც წაიყვანს შენ მანქანას შესაკეთებლად, ზეთის გამოსაცვლელად ან სხვა ცვეთადი ნაწილების შესაცვლელად. გაგიწევს რეკომენდაციას მანქანის შეკეთებისას, გამოიყენებს თავის ცოდნას რომ მანქანა შეგაკეთებინოს საუკეთესო პირობებით და შეგიმციროს ექსპლუატაციის ხარჯი.როგორ მუშაობს:აკეთებ შეკვეთას ჩვენი პლატფორმის საშუალებით www.caru.geშენ შეკვეთაზე "მიებმევა" ავტოასისტენტი, რომელიც:წაიყვანს ავტომობილს შესაბამის ხელოსანთან და გაარკვევს რა ჭირს.მოძებნის ახალ/მეორად ნაწილებს და შეგითანხმებთ ყველანაირ ხარჯს წინასწარ.თუ გენდომება შეაკეთებს და დაგიბრუნებს ავტომობილს შენთვის სასურველ მდგომარეობაში - რა თქმა უნდა შესაბამისი გარანტიით.რატომ არის CARU ავტომობილის მოვლის სწორი გზაჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ საშუალოდ ავტომობილის შეკეთებისთვის თითო შემთხვევაზე გვეხარჯება დაახლოვებით 8,5 საათი. ქარუს საშუალებით ეს დრო 5 წუთამდე მცირდება: გაატანე მანქანა ავტოასისტენტს და ჩაიბარე გამზადებული - მორჩა!