Nonprofit Organization Management - Tbilisi, Tbilisi, Georgia
სარემონტო კომპანია „რინოქსი" იწყებს ახალ CSR პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს შესთავაზოს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების პროგრამა იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ პროფესიის შეძენა და დასაქმება, თუმცა სოციალური, ეკონომიკური ან სხვა ფაქტორების გამო ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. მაგალითად, სოციალურად დაუცველ და სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ ახალგაზრდებს, შშმ პირებსა და სხვა.პროექტი მიზნად ისახავს, შეიტანოს წვლილი საქართველოში არსებული ორი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემის მოგვარებაში: ახალგაზრდების ხელშეწყობა პროფესიული ცოდნის დაუფლებასა და სოციალურად დაუცველი ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაში.კომპანია მათ სთავაზობს შესაძლებლობას შეისწავლონ სარემონტო საქმიანობა და გახდნენ კონკურენტული კადრი ბაზარზე.მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გაურემონტებენ სახლებს, რითაც პრაქტიკის გავლასთან და მიღებული ცოდნის გამტკიცებასთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში.
Facebook Widget
Nginx
WordPress.org
Google Font API
Facebook Login (Connect)
Mobile Friendly